leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქარქაშაძე: ავიაცია არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, საავიაციო
უნივერსიტეტის ორი საჰაერო ხომალდი აფრინდა და თელავის ცენტრალური მოედნის თავზე მწყობრში გადაიფრინა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაციაა ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.

,,ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ნამდვილად ჩვენია და მიხარია, რომ უკანასკნელი 12 წლის მანძილზე ეს არის სახალხო ზეიმი და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღეს წარმოდგენილია თელავში. ჩვენ თელაველებს ვაცნობთ იმ აეროპორტის კონცეფციას, რომელსაც უახლოეს მომავალში აქ ავაშენებთ და რიგით მეექვსე აეროპორტი იქნება საქართველოს მასშტაბით. გარდა აეროპორტის კონცეფციისა, ჩვენ მოწყობილი გვაქვს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, მათ შორის, საქართველოში წარმოებული დრონები და საჰაერო ხომალდი. შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო ვიზიტორებს, რომელთა ნაკადიც არ წყდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე შედგა და ჩვენ საქართველო გვაერთიანებს და გვეამაყება”, -განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თელავის ცენტრში მოსულ ვიზიტორებს საინტერესო და ორიგინალური ინსტალაციები, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცე ხვდებათ, რომელიც ავიაციისა და აეროპორტების თემატიკით არის გაჯერებული.

ასევე იხილეთ