left_sabechdi

საქართველოს რკინიგზამ დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა

“საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.

დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში შესრულდა საქართველოს ჰიმნი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ