leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ გაბუნია ხონში 26 მაისის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხონში, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა: საზეიმოდ მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.

ხონის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. მოხდა საპატიო ხონელების დაჯილდოება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა აქტივობები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გაიმართა ადგილობრივი და თბილისიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მუსიკოსების კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია დაესწრო.

ასევე იხილეთ