leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: დიდ ქვეყნებს სჭირდებათ გამჭვირვალობა და ვერ იგებენ, რატომ სჭირდება პატარა ქვეყანასაც გამჭვირვალობა

„დიდ ქვეყნებს სჭირდებათ გამჭვირვალობა და ვერ იგებენ, რატომ სჭირდება პატარა ქვეყანასაც გამჭვირვალობა. ამ კონტექსტში ეწერება ვენეციის კომისია და მისი დასკვნა”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.

„როგორც კი ვენეციის კომისია შედის მიზანშეწონილობის საკითხში, ის უკვე ვეღარ აიცილებს თავიდან დასკვნის პოლიტიზაციას, რადგან მიზანშეწონილობა უკვე პოლიტიკის საკითხია. დიდ ქვეყნებს სჭირდებათ გამჭვირვალობა და ვერ იგებენ დიდი ქვეყნები, რატომ სჭირდება პატარა ქვეყანასაც გამჭვირვალობა. ამ კონტექსტში ეწერება ვენეციის კომისია და მისი დასკვნა. ეს არ არის ცალკეული ინიციატივა, ეს არის დიდ სურათში ერთი ნაწილი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ