ზაალ ანჯაფარიძე: ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა
“ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების კალაპოტიდან ამოგდებაა და ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის თქმით, ზურაბიშვილის გეგმა რამდენადაც მავნებლურია, იმდენად უტოპიური. ეს კარგია იმ კუთხით, რომ ქართველ ხალხს გაუმარტივდება სწორი არჩევანის გაკეთება.
„უცხოური გავლენის აგენტურის ღამე“ – ასე შეიძლება ვუწოდოთ პ(რეზიდენტთან) ცოტა ხნის წინ გამართულ „შაბაშს“ – სხვა სახელს ვერ ვუძებნი და იქ მყოფ ოპოზიციას. ძაღლი რომ მიცუნცულდება გადმოგდებულ ძვალზე ისე მიირბინეს.
რა ძვალი გადაუგდო მათ სალომე ზურაბიშვილმა? ერთიან სიაზე უარი სტკიცა, მაგრამ იმით გაახარა, რომ ინსტიტუციების ბოლშევიკური სტილის წმენდის და სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიების გეგმა წარუდგინა. გარდა ამისა, ფაქტიურად დაანონსა მომავალი არჩევნების საბოტაჟი.
ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების კალაპოტიდან ამოგდებაა და ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა.
ზურაბიშვილის გეგმა რამდენადაც მავნებლურია, იმდენად უტოპიური. ეს კარგია იმ კუთხით, რომ ქართველ ხალხს გაუმარტივდება სიმართლის და სიცრუის, კეთილის და ბოროტის გარჩევა და სწორი არჩევანის გაკეთება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.