top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: სად იყავით მაშინ? ჩირგვებში!-ესაა პასუხი!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ეს კადრები ბრმათათვის და მეხსიერებადაქვეითებულებისთვისაა…

ასეთი იყო 2011 წლის 26 მაისის ღამე!

ამ კადრების შემხედვარე, სად იყავით თქვენ, დღეს “ხმალამოღებულებო” და “ხმაამოღებულებო” ?

ჩირგვებში! – ესაა პასუხი!

პირდაპირ გეტყვით: სააკაშვილისა და მერაბიშვილის შიშით მედია-ზონდერებად მუშაობდით სხვადასხვა სტრუქტურებში!

დიახ, ორ ჟურნალისტს, ხელებაწეულ ბექა სივსივაძეს და გიორგი მამაცაშვილს მისდევენ და დამიზნებით ესვრიან ამ კადრებში ახალაიებისა და კოდუას გაწვრთნილი ნაძირლები!

დღეს?

დღეს ენები დაუგრძელებიათ და ზურგს იფხანენ – ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა თურმე…

თურმე სანქციებს აწესებენ…

არადა, ჯალათი სააკაშვილისთვის და რუსული ფულის სუნზე დაგეშილი მერაბიშვილისთვის არ დაუწესებიათ მაშინ სანქციები…

თუნდაც ტვ-პირველს და მათ “გამომძიებელ” ჟურნალისტებს, როდესმე, რუსული თვითმფრინავისკენ მიმავალ ტრაპზე გაუჩერებიათ ნაყოფია და ვაშაძე?

გნებავთ, შაშკინის ან კეზერაშვილის ქონებით დაინტერესებულან – როგორ იშოვეს ხელფასით დიდი კაპიტალი?

დაინტერესდებით და მაშინ გიტირებენ ყოფის დღეს!

სად გაქვთ თქვენ ამდენი ვაჟკაცობის უნარი!

აბა, თუ შნო გაქვთ, დღესაც გაუმეორეთ კითხვა თქვენს რჩეულ ზურაბიშვილს, ისევ ლავროვზე აქვს სწორება თუ ლავროვი კეზერაშვილით ჩაანაცვლა?

მარა რა შეკითხვის დამსმელები თქვენ ხართ?!

ან, ფარული ჩანაწერები რად გინდათ – ღიად აცხადებდა აგვისტოს ომის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე რუსული კულტურის ნაწილად თავს…

მოიკითხეთ მაინც, როგორაა?!

იმავე აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში ჩატარებულ კონცერტებზე კითხვა დაგისვამთ ნინო ქათამაძისთვის ან სხვებისთვის?

ააა, არ დაინტერესებულხართ?

ააა, მათი პასუხები “ოცნებას” არ გამოუთხრის ძირს?

ააა, ისინი კეზერაშვილისა და თემურ ალასანიას დაფინანსებული “პოლიტიკური” გუნდის მხარდამჭერები არიან?

კარგით მაშინ…

გულწრფელად გეტყვით:

ალალია თქვენზე ამერიკის ელჩის ჯონ ბასის წახალისებული(!) ერეკლე კოდუას, ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას ზონდერების აგრესია, ალალი…

P.S.

ესაა სიმართლე 26 მაისზე.

სიმართლე სააკაშვილის 26 მაისზე, ჯიხურების სახურავზე შემოყრილი გვამების ღამეზე.

და სიმართლე მეორე დილით, ღირსების ორდენებით დაჯილდოებულთა უტიფარ ღირსებაზე!

▪️ მე ჩემი 26 მაისი მაქვს!

მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას 26 მაისი!

დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

მე ჩემი 26 მაისი მაქვს – სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისგან დღესაც რომ ამჩნევია დაღი ჩემს ქვეყანას!

გილოცავთ მშვიდობიანი და სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ სააკაშვილის რეჟიმის გარეშე გათენებულ 26 მაისს!

გილოცავთ ევროპის გზაზე მდგარი საქართველოს თავისუფლების დღეს!

P.P.S.

ქვეყნის პრემიერზე მუქარის გამჟღერებელი ვარჰეისა და სანქციებით მოვაჭრე ბლინკენის მონადქცეულო სვავებო, ბოკერია-გვარამიას მიმდევრებო და “დნმ”(“დაშლილი ნაციონალური მოძრაობა”) – ის გამხმარი ბელადის სექტის წევრებო, როდესაც მუქარებზე და ქვეყნის ჩამოშლის გეგმების განხორციელებაზე გადახვალთ, შემოძახება არ დაგავიწყდეთ – “ვარჰეი, ვარლალალო, ჰეეე”…

ასევე იხილეთ