26 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
დაჯილდოვდნენ აფხაზეთში სოხუმის დაცვისას გმირულად დაღუპული კასპის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიატები.
კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ბენდის, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა;
მოეწყო ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევართა გამოფენა – გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა სპორტული აქტივობები.
ღონისძიება მომღერალ ზუკა ხუციშვილი და ბენდის გალა კონცერტით დასრულდა.