leaderboard_below_slide
left_sabechdi

რეაბილიტაცია სპორტული ტრავმების დროს

სპორტული ტრავმა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში.გამომწვევი ფაქტორი მრავალია,მათ შორისაა არადოზირებული ფიზიკური დატვირთვა,ვარჯიშის არასწორი ტექნიკა,სპორტის სახეობასთან ასოცირებული ტრავმები და სხვა.დაზიანების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან-მძიმემდე და გავლენას ახდენს ნებისმიერი ასაკის პაციენტზე.

ფართოდ გავრცელებული სპორტული ტრავმები

სპორტული ტრავმები 2 კატეგორიად იყოფა:მწვავე და ქრონიკული.
● მწვავე დაზიანებები ხდება მოულოდნელად, მაგალითად დაცემის ან
დარტყმის დროს.(კუნთის დაჭმულობა,დისლოკაცია და ა.შ).
● ქრონიკული დაზიანებები,ჩვეულებრივ,გამოწვეულია სხეულის რომელიმე
ნაწილის არასწორი დატვირთვის და ხშირი,განმეორებითი მოძრაობების
შედეგად.(სტრესული მოტეხილობა)
ძირითადი სპორტული ტრავმებია:
● მყესების დაჭიმულობა ან რღვევა
● კუნთის დაჭიმვა
● კონტუზია (სისხლჩაქცევები)-დარტყმის ან დაცემის შედეგად მიღებული
დაზიანებაა.
● მოტეხილობები
● დისლოკაცია-სახსრის დაზიანება, რომლის დროსაც ძვალი იცვლის ჩვეულ
პოზიციას.
● ტენდინიტი-მყესების ანთება. ხშრად გამოწვეულია განმეორებითი მოძრაობით
ან გადაჭარბებული დატვირთვით
● ტვინის შერყევა-თავის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება, რაც იწვევს
ტვინის ფუნქციის დროებით დარღვევას.
● მუხლის სახსრის იოგების დაზიანება-ხშირია სპორტში
● მენისკის ტრავმული დაზიანება
● როტატორული მანჟეტის დაზიანება
● ბარძაყის კუნთების დაჭიმულობა
● ტერფის დაჭიმულობა
● სტრესული მოტეხილობები
● აქილევსის მყესის ანთება
ბურსიტი -სასახსრე ჩანთის ანთება. ძრითადად გვხვდება მუხლში, იდაყვსა და
მხარში და სხვა .

სპორტული დაზიანებების რეაბილიტაცია

სპორტული ტრავმებისგან რეაბილიტაცია აღდეგნის პროცესში მნიშვნელოვანი საფეხურია.სწორად შერჩეული ტექნიკა და სათანადო სარეაბილიტაციო პროცესი ეხმარება ათლეტს სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ საქმიანობას. რეაბილიტაცია მიზნად ისახავს დაზიანებული უბნის ფუნქციის,მოქნილობის,ძალისა და მობილურობის აღდგენას. რეაბილიტაციის პროცესის დროს თერაპევტმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა,შეხორცების დასაჩქარებლად,ტკივილის შესამცირებლად, ფუნქციის
აღსადგენად. არჩეული თერაპია მორგებულია სპორტსმენის სპეციფიკურ საჭიროებებსა და დაზიანების ტიპზე.რამდენიმე გავრცელებული თერაპიის სახეობა,რომელიც გამოიყენება სპორტული ტრავმებისგან რეაბილიტაციისთვის არის:

1. ფიზიკური თერაპია-სპორტული ტრავმის რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპია. ეს სპეციალიზებული მკურნალობაა, სადაც გამოიყენება ისეთი ტექნიკები,როგორიცაა სამკურნალო ვარჯი, სხვადასხვა ტექნოლოგიით თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია.) ფიზიოთერაპია საჭიროა მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად, მიმდებარე კუნთების გასაძლიერებლად და დაზიანებული უბნის ფუნქციონირების აღსადგენად.

2. ოკუპაციური თერაპია-ფოკუსირებულია ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო უნარების აღდგენაზე.

3. მანუალური თერაპია-მოიცავს მასაჟს,სახსრების მობილიზაციას,რბილი ქსოვილების მანიპულირებას და სხვა.თერაპია ამცირებს
ტკივილს,აუმჯობესებს დაზიანებული უბნის სისხლმომარაგებას,აჩქარებს შეხორცების პროცესს.

4. სპეციფიკური ვარჯიშები ძალის გასაზრდელად,კუნთების სიძლიერისა და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.

5. ჰიდროთერაპია-უზრუნველყოფს სახსრებზე სტრესის შემცირებას,რაც აადვილებს ვარჯიშის პროცესს.

6. სათანადო დიეტა-მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ჰიდრატაციის, ქსოვილების აღდგენის პროცესში.

7. RICE თერაპია: მცირე დაზიანებები,როგორიცაა მყესის ან კუნთის მსუბუქი დაჭიმულობები,ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით,2-3 დღიანი მკურნალობით ალაგდეს.

RICE თერაპია მოიცავს: R-rest-დასვენება-მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური
აქტივობა.

I- ice- ყინული-დაიდეთ ყინულის აპლიკაცია დაზიანებულ ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ყოველ 2-3 საათში. ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს,სასურველია გახვეული იყოს ქსოვილში, იმისათვის რომ არ დააზინოს კანი.
C- compression-კომპრესია-გამოიყენეთ ელასტიური სახვევები შეშუპების შესამცირებლად.

E-elevation-ამაღლება-შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში.

8. ქირურგიული პროცედურები-სპორტული ტრავმების უმეტესობა ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას, მაგრამ ძალიან მძიმე დაზიანებებისას ( მაგ მძიმე მოტეხილობები) შესაძლებელია საჭირო გახდეს
ქირურგიული მკურნალობა. სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი. ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ. რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55

ასევე იხილეთ