ფიზიოთერაპია ძალიან მნიშვნელოვანი მკურნალობის მეთოდია,რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის სამართავად. დარგი იყენებს სხვადასხვა სამკურნალო მიდგომას ტკივილის
შესამსუბუქებლად,მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად,ძალისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად,დარღვეული ფიზიკური ფუნქციის აღმოსაფხვრელად და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერი ასაკის პაციენტზე.“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი მუდამ მზადაა პაციენტების დასახმარებლად.
რისთვის გამოიყენება ფიზიოთერაპია?
ფიზიოთერაპია მისი მრავალფუნქციურობის გამო მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი ძირითადი მიზნებია:
1. რეაბილიტაცია:ფიზიოთერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ პაციენტების რეაბილიტაციაში,რომელთაც აქვთ დაზიანება ან
პოსტოპერაციული პერიოდი. თერაპია ეხმარება პაციენტს ფუნქციის,ძალის,მოძრაობის უნარის და დამოუკიდებლობის აღდგენაში.
2. ტკივილის მართვა:ტკივილის სამართავად სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენება, მაგალითად :ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია,მანუალური თერაპია,სამკურნალო ვარჯიშები,სამკურნალო მასაჟი და სხვა.
3. პრევენცია:ფიზიოთერაპია მხოლოდ არსებული მდგომარეობის სამკურნალო მეთოდი არ არის,ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრავმებისა და დაზიანებების პრევენციაში.თერაპევტები ასწავლიან პაციენტებს სწორი პოზის შენარჩუნებას,მოქნილობის გაუმჯობესებას და კუნთების გაძლიერებას ტრავმის თავიდან ასაცილებლად.
4. მობილობისა და ფუნქციის გაუმჯობესება:ფუნქციებისა და მოქნილობის დაქვეითებას შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული. ფიზიოთერაპიული ჩარევები,როგორიცაა ძალის და გამძლეობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში,წონასწორობის ვარჯიში და ა.შ, მიზნად ისახავს მობილობის გაუმჯობესებას და ფუნქციების აღდგენას.
5. ქრონიკული დაავადებების მართვა:ისეთი დაავადებების დროს,როგორიცაა ართროზი,ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,დიაბეტი, კარდიული დაავადებები და სხვა,ფიზიოთერაპიის სავარჯიშო პროგრამები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.
6. სპორტული დაზიანებების რეაბილიტაცია:სპორტსმენებს ხშირად სჭირდებათ რეაბილიტაცია ტრავმების შემდეგ სწრაფად აღსადგენად და სპორტში დასაბრუნებლად.
7. მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება:ფიზიკური ჯანმრთელობა და გონებრივი კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია. ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას დადებით გავლენა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტრესის და შფოთვის
მართვაში.
8. ინდივიდუალური მკურნალობა:რეაბილიტაცია ფოკუსირებულია
პერზონალიზებულ მკურნალობაზე და ითვალისწინებს თითოეული
პაციენტის სპეფიციკურ საჭიროებებს.
რა მდგომარეობების დროს გამოიყენება ფიზიოთერაპია?
1. ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები:
● ზურგის ტკივილი
● კისრის ტკივილი
● სახსრების ტკივილი (მაგ. ართრიტი)
● დაჭიმულობა
● ტენდინიტი და ა.შ
2. ნევროლოგიური დაზიანებები
● ინსულტი
● გაფანტული სკლეროზი
● პარკინსონის დაავადება
● ტვინის ტრავმული დაზიანება და ა.შ
3. კარდიოპულმონალური დაზიანებები
● ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
● ასთმა და ა.შ
● გულ-სისხლძარღვთა რეაბილიტაცია
4. ორთოპედიული დაზიანებები
● მოტეხილობები
● პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია
● ოსტეოპოროზი და ა.შ
5. სპორტული დაზიანებები
● მყესებისა და კუნთების დაზიანება
● სახსრების ჭარბი გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებები
● ტვინის შერყევის მართვა და ა.შ
6. პედიატრია
● განვითარების დარღვევები
● ცერებრალური დამბლა
● პედიატრიული ორთოპედიული დაზიანებები და ა.შ
7. გერიატრია
● დაცემის პრევენცია
● ბალანსის დარღვევა
● ასაკთან დაკავშირებული მობილობის შემცირება და ა.შ
8. ქალთა ჯანმრთელობა
● მენჯის ფსკერის დისფუნქცია
● ორსულობასთან დაკავშირებული ზურგის ტკივილი
● მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია და ა.შ
9. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დაზიანებები
● განმეორებითი მოძრაობების შედეგად გამოწვეული დაზიანებები
● სამუშაოსთან დაკავშირებული კუნთოვანი სისტემის დარღვევები და ა.შ
10. ტკივილის მართვა
● ქრონიკული ტკივილი
● შაკიკი და თავის ტკივილი
● ყბის სახსრის ტკივილი და ა.შ
ფიზიოთერაპიის ჩატარება გერმანული პრემიუმ ბრენდების Zimmer-ისა და Physiomed-ის უახლესიაპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი.ადგილზედაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55