top_leaderboard
left_sabechdi

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში ხორვატიის პრემიერი სიხარულით აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა.

ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობები ინტენსიური გახდა, მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობაც გაიზარდა, საქართველოს საელჩო გაიხსნა ზაგრებში, საკონსულო კი – პულაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გიდასტურებთ ხორვატიის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. გქონდეთ ამ პროცესში ჩვენი დახმარების იმედი. ბოლო პერიოდში, საქართველომ წინსვლას მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და იმედი მაქვს, ეს ტრაექტორია მომავალშიც გაგრძელდება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ასევე იხილეთ