top_leaderboard
left_sabechdi

იენს სტოლტენბერგი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ მიგვიწოდებია უკრაინისთვის ის, რასაც დავპირდით

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ მიგვიწოდებია უკრაინისთვის ის, რასაც დავპირდით”, – ამის შესახებ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„აშშ-ს დახმარების მორიგი პაკეტის დასამტკიცებლად 6 თვე დასჭირდა. ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დაჰპირდნენ, ამის მიახლოებული რაოდენობაც კი ვერ მიაწოდეს.

გასულ თვეში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის და მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, განსაკუთრებით Patriot ან SAMP-T. თუ არ ჩავთვლით გერმანიას, რომელმაც დამატებით Patriot-ის სისტემა მიაწოდა უკრაინას, სხვა მოკავშირეებს არ მიუწოდებიათ ის, რასაც დაჰპირდნენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე იხილეთ