top_leaderboard
left_sabechdi

ნინო წილოსანი დაუშვილზე: წარმოუდგენელი წამოცდენა იყო. ეს არის ტერიტორიულ მთლიანობაზე პირდაპირი დარტყმა, მუქარა იმით, რომ რომელიმე პარტნიორმა შესაძლოა, არ აღიარების პოლიტიკას გადახედოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიხეილ დაუშვილის მიერ საკომიტეტო სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„წარმოუდგენელი წამოცდენა იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უბრალოდ, უკვე მიღებული დავალებაა და გახარიას პარტიის წარმომადგენელს ეს წამოსცდა, ან მეორე, რომ ეს გახარიას პარტიამ გარკვეულწილად დააანონსა და იდეა ჩააწოდა იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოზე ზემოქმედებენ.

ეს არის გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი და პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე პირდაპირი დარტყმა, მუქარა იმით, რომ რომელიმე პარტნიორმა შესაძლოა, არ აღიარების პოლიტიკას გადახედოს“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ