top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ისე ვიმუშავეთ 12 რეკომენდაციაზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თითი თითზე არ დაუდიათ და ასეა ახლაც 9 პუნქტთან დაკავშირებით, არაფერში არ არიან ჩართულები

„ისე ვიმუშავეთ 12 რეკომენდაციაზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი თითი თითზე არ დაუდიათ და ასეა ახლაც 9 პუნქტთან დაკავშირებით. არაფერში არ არიან ჩართულები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დიდი ხანია მიდის მუშაობა და უკვე მიმდინარე კვირას საბოლოო ვერსიებს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

„ერთადერთი რასაც აკეთებენ, ესა არის დესტრუქცია და ხელის შეშლა, რადგან მათი მიზანიც ეს არის, რომ რამენაირად შეაფერხონ ყველანაირი წინსვლა საქართველოსი. რაც შეეხება ჩვენს სამუშაოს, იცით, რომ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, ეს შეეხება სხვადასხვა კანონს, როგორც საერთაშორისო სასამართლოებს, ისე ანტიკორუფციულ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართულებას. იცით, რომ არსებობდა ვენეციის კომისიის დასკვნები ამ საკითხებზე და ამ დასკვნებზე დაყრდნობით და იმ სამუშაო პროცესით, რომელიც პარლამენტში იყო, შემუშავებულია საბოლოო ვერსიები, რომელსაც ჩვენ მიმდინარე კვირას, მესამე მოსმენით დავამტკიცებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ