top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში

„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ.”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, სადამკვირვებლო მისიები ისევ ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის ამ დარღვევას, თუ მათგან იქნება რეაქცია სალომე ზურაბიშვილის ქმედებებზე.

„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა – უკვე მეორე სახის. ახლა საინტერესოა, საერთაშორისო ან თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის გამოყენება-არ გამოყენების საკითხების განხილვაში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის ამ დარღვევას, თუ ვიხილავთ მათგან რეაქციას იმაზე, რომ ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ