top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: თუ პარტნიორი ამბობს, რომ თუკი მისი დაფინანსება მიმღები ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამჭვირვალე იქნება, არ არის მზად ფინანსური კონტრიბუციისთვის, კითხვა ჩნდება, რამდენად კეთილსინდისიერია ასეთი ფინანსური კონტრიბუცია

„თუ პარტნიორი ამბობს, რომ თუკი მისი დაფინანსება იქნება გამჭვირვალე მიმღები ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში არ არის მზად, რომ ფინანსური კონტრიბუცია ჰქონდეს, ალბათ აქ კითხვა უნდა დავსვათ, რამდენად კეთილსინდისიერია ასეთი ფინანსური კონტრიბუცია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საერთაშორისო დახმარების პრინციპია, რომ იყოს გამჭვირვალე, ცხადი და განჭვრეტადი იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ეხმარები. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მიდგომა შეიძლება იყოს, რომ ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, მიდის ეკონომიკურად უფრო შეჭირვებულ ქვეყანაში, იმ მოსახლეობას ეუბნება, რომ რაღაც თანხა შემომაქვს, იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებას შეეხოს ეს ყველაფერი, შეცვლის რაღაცას უკეთესობისკენ, ოღონდ მე არ გეტყვი რა თანხას ვხარჯავ, როგორ ვხარჯავ რა შედეგები ექნება ამას საერთო ჯამში, არ მკითხოთ, არ გაქვთ ამაზე უფლება რომ კითხვა დასვათ. ეს რა თქმა უნდა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის. არავინ არაფერი არ იცის სრულად [ენჯეობის დაფინანსებაზე] სინამდვილეში არანაირი საჯაროობა არ არის. ის ორგანიზაციები რომლებიც ამაზე ბევრს ყვირიან, შედით მათ ვებგვერდებზე, ზოგან მარტო ლოგოს ნახავთ, ზოგან ვებგვერდსაც კი ვერ ნახავთ, არათუ რაიმე ინფორმაციას მათ დაფინანსებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ