top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს უქმნის დისკომფორტს, რომ მოქალაქეებისთვის ცხადი გახდება, რაზე მუშაობენ სინამდვილეში ეს ორგანიზაციები

„კრიტიკა და კრიტიკული დისკუსია დემოკრატიული მსჯელობის შემადგენელი ნაწილია. ნებისმიერ საკითხს შეიძლება ჰყავდეს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ეს არის ნორმალური ნაწილი დემოკრატიისა და ასეც უნდა იყოს, რომ ვიღაცას რაღაც საკითხი შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. ეს საკითხი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ უნდათ, შეიქმნან დისკომფორტი და გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ისევე როგორც დღეს ჩვენ რომ არ გვქონდეს საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების სისტემა და დღეს რომ შემოგვქონდეს სისტემა, რომელიც 5000-მა საჯარო მოხელეს ეხება, შეიძლება 5000-მა მოხელემ გააპროტესტოს ეს. გასაგებია, რომ ამ ორგანიზაციებს უქმნის დისკომფორტს, რომ მოქალაქეებისთვის ცხადი გახდება, რაზე მუშაობენ სინამდვილეში ეს ორგანიზაციები.

კრიტიკა არის ამის ნაწილი, თუმცა დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ის, რაც მოსახლეობის უმეტესობას სურს, ეს უნდა გატარდეს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ინტერესშია, რომ პატარა პოლიტიკურმა ჯგუფებმა არ ჩამოართვან მათ უფლება, იცოდნენ ყველაფერი მათზე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება საქართველოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ