top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: 2008-ში მოგვცეს დაპირება NATO-ში გაწევრიანებაზე, იმის შემდეგ ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია

„ვინმე თუ ფიქრობს ამ დედამიწაზე ან საქართველოში რომ ნატოში ჩვენი წევრობა არის ერთადერთი ამ კანონის მიღება/არმიღების საკითხი, ან მიამიტია ან განზრახ მავნე”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ძალისხმევაზე კითხვები არ არის.

„2008-ში მოგვცეს დაპირება და დათვალეთ, იმის შემდეგ გავიდა 16 წელი, ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია. მე მგონი კითხვები ჩვენ მიმართ არ არის, რაც შეეხება ნატოში წევრობა/არწევრობისთვის ძალისხმევას. ყველა დონეზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ნატოს ის წევრები, რომლებიც ახლა აქტიურობენ და ჩვენთან მიტინგებზე გამოდიან, მათ რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ჰყავდათ, ისიც არასრულად, სამხედროები ავღანეთში. ჩვენ კი ათასიანი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში. რაც თითოეულ ამ ქვეყანას ჰყავდა წარმომადგენელი ჯარისკაცი ავღანეთში, ჩვენ იმდენი მარტო დავკარგეთ, დაგვეღუპა ავღანეთში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით უსწრებს ნატოს ბევრ ქვეყანას.

ასევე იხილეთ