top_leaderboard
left_sabechdi

გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ქართული ქარტიის შექმნით რევოლუციური პროცესები დააანონსა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე სახელწოდებით „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას მოიაზრებს.

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. მანვე აღნიშნა, რომ “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”.

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფორმალურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს აქვს და ექნება აუსრულებელი ნატვრა – ის ვერასდროს გახდება სახელმწიფო მოღვაწე. საზოგადოებასთან დაპირისპირებული ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა. “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ