top_leaderboard
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ევროკავშირი და აშშ შეწყვეტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და პოლიტიკური საზოგადოება კონცენტრირდება ადგილობრივ თემებზე, ეს ძალით შექმნილი „ქართული ქარტია“ იმ წუთში დაიშლება

„რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებისგან ახალ ინსტრუქციას ელოდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ არის.

მისივე თქმით, როგორც კი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, ზურაბიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ქარტია“ მაშინვე დაიშლება.

„ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით, როგორ მოხდა სალომე ზურაბიშვილის, როგორც გაერთიანებული, რადიკალური ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენა და როგორ მოხდა მისი დამუშავება.

საზოგადოებას მარტივად შეუძლია დააკვირდეს განვითარებულ მოვლენებს. ბოლო ორ თვეში სალომე ზურაბიშვილთან ძალიან ბევრმა მედია საშუალებამ ჩაწერა ინტერვიუ, რაც იყო პირდაპირი დავალება, რათა საზოგადოებაზე მოეხდინათ ზეგავლენა.

რადიკალური ოპოზიცია ჩუმად არის, რადგან გარე ძალებისგან ახალ ინსტრუქციებს ელოდებიან, ჯერ არ იციან, რა უნდა თქვან და როგორ მოიქცნენ. თითოეული მათგანი უკვე ბოლომდე არის გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ.

როგორც კი დადგება დრო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იმოქმედებენ ჩვენთან მიმართებაში თანასწორად და პატივისცემით, ანუ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და პოლიტიკური საზოგადოება კონცენტრირდება ადგილობრივ თემებზე, ეს ძალით შექმნილი „ქართული ქარტია“ იმ წუთში დაიშლება. ფაქტია, რომ ქარტიაში გაერთიანების მსურველნი ვერ იტანენ და ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, გარედან მიღებული დავალება უნდა შეასრულონ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ