top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია

„ვალენსიამ“ 26 მაისს ლალიგის 2023/24 წლების სეზონის ბოლო შეხვედრა გამართა და სელტასთან ფრე 2:2 ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც „ღამურების“ მაისური მე-100-ჯერ მოირგო.

ქართველმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პერიოდში დაეხმარა და დაწერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„გუშინ ამ მაისურით მე-100 მატჩი ჩავატარე და ძალიან ვამაყობ. ამ კლუბის ღირსების დაცვა ამ 3 წლის განმავლობაში პატივი და პრივილეგია იყო. ყოველი წუთი მოედანზე, ყოველი ვარჯიში და ყოველი გამოწვევა ამად ღირდა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და აქ მოხვედრაში დამეხმარა: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, მოდი, უფრო წინ წავიდეთ“, – წერს მამარდაშვილი. 

ასევე იხილეთ