left_sabechdi

ზელენსკი: ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

„დღეს ჩვენ [ესპანეთის] პრემიერ-მინისტრთან [პედრო სანჩესთან] გავაფორმეთ უსაფრთხოების შეთანხმება ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ძალიან მადლობელი ვარ ამ შეთანხმებისთვის. მართლაც, მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია. მიმდინარე წლისთვის ჩვენ დავაფიქსირეთ მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, ხოლო 2027 წლამდე – 5 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ესპანეთის მხრიდან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ