left_sabechdi

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„მივესალმები საფრანგეთის ინიციატივას, გაგზავნოს ინსტრუქტორები უკრაინაში უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. მე უკვე მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს პირველ ფრანგ ინსტრუქტორებს მალე ეწვიონ ჩვენს სასწავლო ცენტრებს და გაეცნონ მათ ინფრასტრუქტურასა და პერსონალს“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ასევე იხილეთ