left_sabechdi

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის სასწავლო ცენტრებში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სამინისტროში ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ და არც ჯარების გაგზავნის თარიღს ასახელებენ.

„უკრაინის ტერიტორიაზე სწავლება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ 26 თებერვალს მოწვეული უკრაინის მხარდაჭერის კონფერენციის შემდეგ განიხილება. ეს არის მიმართულება, რომლის შესწავლა გრძელდება უკრაინელებთან ერთად, კერძოდ, მათი სპეციფიკური საჭიროებების გასაგებად“, – აცხადებენ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.

ასევე იხილეთ