left_sabechdi

მაკრონი: ევროპა არ აწარმოებს ომს რუსეთის წინააღმდეგ

„ევროპა არ აწარმოებს ომს რუსეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელები არ აწარმოებენ ომს რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ.

„ვამაყობ, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა, გადავწყვიტეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პირველივე დღიდან. როგორც ევროპელებმა, ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას პირველივე დღიდან. დღეს და ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, სადამდეც საჭირო იქნება. დავეხმარებით უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, დავიცვათ ჩვენი მიწა და დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე იხილეთ