left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

“კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იცვლება დაზიანებული სახურავი, კარ-ფანჯრები, ელექტრო გაყვანილობა, სველი წერტილები, კანალიზაცია, იატაკი, შეიღებება სამუშაო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი”,- ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ამჟამად ჭერის და სახურავის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს, რომელსაც კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად
გაეცნენ. პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც შპს "დანი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ