left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ვაპირებთ (კანონის მხარდაჭერას), ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

ასევე იხილეთ