left_sabechdi

ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: ამ მომენტში ტაშის მკვრელად მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით გაცხოველებული კასტა გყავთ

“თუ ვინმეს ნდობის აღდგენა სჭირდება, ეს ერთადერთი თქვენ ხართ, რადგან ამ მომენტში ტაშის მკვრელად მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით გაცხოველებული კასტა გყავთ”, – ამგვარად მიმართა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.

“ნეოსააკაშვილი – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანების და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა, თანაც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს – ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააერთიანა ნაციონალური მოძრაობის კლასტერი თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური ნაცებით და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ გამოვიდა. მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? ამისთვის ახეთქეთ ახალგაზრდები პარლამენტის კედლებს? ამისთვის აძლევდით ინტერვიუს ინტერვიუზე? ამისთვის აგზავნინეთ მუქარა მუქარაზე, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით – არჩევნები ერთადერთი სწორი დემოკრატიული პროცესიაო, იგივე გეთქვათ დღეს ამ ხალხისთვის? Საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გპირდებით და გეუბნებით ხოლმე, ყველაფერი სხვა დანარჩენი კი მატყუარა პოლიტიკოსებისა და ქვეყნის მტრების უნიჭო ოინებია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი შეფასებით, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ენდონ ადამიანები ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ქარტიას.

“დებენ პირობას – ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რადგან ის, რაც ილაპარაკა ნეოსააკაშვილმა, მხოლოდ ღამე ნანახი სიზმარი შეიძლება იყოს, სამართლებრივი საფუძველი კი ამის გარანტირებისთვის ნამდვილად არ არსებობს. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას აანონსებს და ნდობას უწუნებს ის, ვისაც თავად არ ჰქონია ნდობა საკუთარი არჩევის მომენტშიც კი, და თუ ვინმეს ნდობის აღდგენა სჭირდება, ეს ერთადერთი თქვენ ხართ, რადგან ამ მომენტში ტაშის მკვრელად მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით გაცხოველებული კასტა გყავთ, ვისაც სჭირდებით და აბა, თქვენ იცით, როგორ გაუმტყუნებთ იმედებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ