left_sabechdi

ნინო წილოსანი: Როცა შენი პოლიტიკა სრულად დაცლილია ყოველგვარი ადამიანური საწყისებისაგან, კოლაფსი უალტერნატივოდ გარანტირებულია

„სიტყვების ბრახუნი სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარეა, ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, თუმცა როცა გვეუბნება რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას – ეს გაცილებით ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობაზე გვაფიქრებს”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.

„სიტყვების ბრახუნი სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარეა, ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, თუმცა როცა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას – ეს გაცილებით ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობაზე გვაფიქრებს. გასაოგნებელია იდეა, ვის ნაცვლად რას რომ უნდა მივცეთ ხმა – რადგან თითოეული მათგანის სახით ოპოზიციურმა სპექტრმა დაკარგა მოქალაქეების ყველანაირი ნდობა და ახლა ისინი რაღაცაზე მიწებებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის იმედად რჩებიან… სხვანაირების გაერთიანება იქნებაო ნეოსააკაშვილმა და გეთანხმებით, ნამდვილად სხვანაირები ხართ, უსახო და უსულოდ ქცეული მარიონეტები … Როცა შენი პოლიტიკა სრულად დაცლილია ყოველგვარი ადამიანური საწყისებისაგან, კოლაფსი უალტერნატივოდ გარანტირებულია, ეს აჩვენა ბოლო კვირებმაც”, – განაცხადა ვიცესპიკერმა.

ასევე იხილეთ