left_sabechdi

მერაბ ქვარაია: ვითხოვთ იმას, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო

„რას ვითხოვთ განა? ვითხოვთ გამჭვირვალეობას, რაც არის დემოკრატიული სტანდარტი. ვითხოვთ იმას, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ძალგვიძს და შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება!”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე.

მისი შეფასებით, უცნაური იმაში, რომ ქართველები ითხოვენ გამჭვირვალობას, დამოუკიდებლობას და ქვეყნის სუვერენიტეტს, არაფრია და ამის მაგალითია ჩვენი ქვეყნის ისტორია დღემდე.

„რა არის ამაში გაუგებარი? რა არის ამაში ცუდი? ამას არ გვეუბნებოდნენ ჩვენი წინაპრები – ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდესო?! დიახ, გვიყვარს პარტნიორებთან ურთიერთობა, გვიყვარს მეგობრები და მზად ვართ მეგობრობისთვის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავხდეთ პასუხისმგებლობიანი ქვეყანა მისი ხელისუფლებით, მისი ხალხით“, –  განაცხადა მერაბ ქვარაიამ, რომელმაც საზოგადოებას სტრასბურგის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეახსენა.

„სტრასბურგის სასამართლომ თავისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს არის დამნაშავე ხელისუფლება და დამნაშავე პრეზიდენტი“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

ასევე იხილეთ