left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ბოკერიას, უგულავას და გვარამიას რომ მოსწონთ, ასეთი პრეზიდენტი უკვე ჰყავდა საქართველოს: მანიაკი სააკაშვილი!

ბოკერიას, უგულავას და გვარამიას რომ მოსწონთ, ასეთი პრეზიდენტი უკვე ჰყავდა საქართველოს: მანიაკი სააკაშვილი! ჰოდა, ეს სალომე ზურაბიშვილი რომ ამ წყეულ სამეულს მოსწონს, მე რატომ და რანაირად უნდა მომწონდეს?!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.

სალომე ზურაბიშვილი ადრე რომ მოგწონდა, ახლა რატომ აღარ მოგწონსო, – მამუნათებენ.

ჯერ ერთი, იმიტომ აღარ მომწონს და, უფრო მეტიც, საერთოდ აღარ ვთვლი ჩემს პრეზიდენტად, რომ სხვა ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტთან უჩივლა თავისი ქვეყნის პარლამენტს და ამით აღიარა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ქვეშევრდომია.

დავწერე მაშინვე, – ამის შემდეგ ჩემი პრეზიდენტი აღარ არის-მეთქი.

მეორეც, – ბოკერიას, უგულავას და გვარამიას რომ მოსწონთ, ასეთი პრეზიდენტი უკვე ჰყავდა საქართველოს: მანიაკი სააკაშვილი! ჰოდა, ეს სალომე ზურაბიშვილი რომ ამ წყეულ სამეულს მოსწონს, მე რატომ და რანაირად უნდა მომწონდეს?!

მესამეც, – მომწონდა კი არა, მიყვარდა, მაგრამ გადამიყვარდა. არ შეიძლება?” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ