left_sabechdi

იმედა ნიკურაძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებით სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირი სივრცე ჩაკეტა დისკუსიისთვის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებით სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირი სივრცე ჩაკეტა დისკუსიისთვის. მის ხელთ არსებული სადისკუსიო ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო დემოკრატიული სივრცის ნაწილია, არ იქნა გამოყენებული კანონის არსებითი განხილვისთვის, მითუმეტეს, როცა მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იმედა ნიკურაძემ.

როგორც მან აღნიშნა,  პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას პრეზიდენტისა და პარტნიორების მიმართ მონაწილეობა მიეღოთ კანონპროექტის საჯარო განხილვაში გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„ეს შეთავაზება მესამე მოსმენის შემდეგაც არაერთგზის გაჟღერდა, რათა ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა პრეზიდენტმა დიალოგზე უარი განაცხადა. ევროკომისარი ვარჰეი კი, ნაცვლად მედიატორობისა პრემიერს ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.  მაიკლ როთმა საერთოდ ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯა და დედა ეკლესიას გადაწვდა ყოვლად უგვანო კითხვით  – მართლმადიდებლური ეკლესიით როგორ შეძლებთ შექმნათ ნათელი მომავალიო? მხოლოდ ჟოზეფ ბორელი იყო მეტ-ნაკლებად ზომიერი განცხადებებში, რომელმაც დესტრუქციულ ძალებს მოუწოდა ე.წ. რბილი ენის გამოყენებისკენ, რათა არ დაზიანდეს ქართველთა ეროვნული გრძნობებიო. დიახ, ქართული ეროვნული ცნობიერების უმთავრესი საფუძველი ქრისტიანული ფასეულობებია. ქრისტიანულმა ღირებულებებმა განსაზღვრა ერის ცხოვრების ყოველი სფერო. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს ხომ ჩვენი გენეტიკის განუყოფელი ნაწილია.

ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე. ამ სისასტიკის გამო „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე ერთი პირი მაინც  დასანქცირდა? დღეს კი,  არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენ შვილებსაც ემუქრებიან სანქციებით იმის გამო, რომ ვითხოვთ ვიცოდეთ რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები და პასუხად მივიღეთ რევოლუციური პროცესები“, – განაცხადა იმედა ნიკურაძემ.

ასევე იხილეთ