left_sabechdi

იოსებ ჭუმბურიძე ნანა ჯანელიძეზე: მთლად ასეთი „ბალშევიჩკაც“ არ მეგონა ეს ძალად რეჟისორი!

ლიტერატორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

არ გამიარა ბრაზმა და გაოგნებამ:
ეტყობა, მთლად ასეთი „ბალშევიჩკაც” არ მეგონა ეს ძალად რეჟისორი!
ლანა ღოღობერიძესაც კი გადააჭარბა.
იქნებ ეს იყო კიდეც მისი მიზანი.
***
მაინც რამ შეაშინა ასე ნანა ჯანელიძე?!
დავიჯეროთ, რატი ამაღლობელის ცოლის(საკუთარი დისწულის) ენჯეოეოლობამ?!
რაღაც არ მგონია.
***
ერთხელ, ზურაბ წერეთლის სახელოსნოში ვარ. მობრძანდა ეს ქალბატონი. აღელვებული ჩანდა. ცალკე ოთახში გაიხმო ბატონი ზურა. როცა წავიდა, ბატონმა ზურამ მითხრა: „როგორ მეცოდება ეს გოგო?!”
რა სჭირს-მეთქი.
პრობლემები აქვსო.
ხომ არ ჩავეკითხებოდი?!
***
მერე ათასი ჭორი თუ მართალი მოვისმინე:
ქმარს ჩაუვარდა სამშენებლო ბიზნესი და ვალები დაედოოო;
თვითონ გაფლანგა ფული კინოცენტრშიო…
რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვისაუბრებ.
ახლა კი „დოკუმენტურად” მეცოდება:
ეს რა დაწერა?!
ეს რა დაუტოვა შთამომავლობას?!
ლანა ღოღობერიძესაც კი გადააჭარბა.
***
ამისთვის გადაუღია „მონანიება” თენგიზ აბულაძეს.
მაგრამ მოინანიებს?!

ასევე იხილეთ