left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ამან, ამ სამშობლოზე გულატკიებულმა – წუხელ მთელი ღამე არ მძინებიაო!

წუხელაც ჩემი მეორე ,,მე” ჩამძახოდა, ხვალ სამშობლოს 84 ადამიანი უღალატებსო. რა ვქნა, არ მინდოდა, ისტორიაში მოღალატეებად ჩაწერილიყავით, მაგრამ ეგ თქვენი არჩევანია, ვერა და ვერ გადაგათქმევინეთო”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ამან, ამ სამშობლოზე გულატკიებულმა – წუხელ მთელი ღამე არ მძინებიაო!

მეო, სუ ქვეყნის სვე-ბედზე ვფიქრობდიო, სევდამ და ურვამ დამრია ხელიო… არ ვიცი, ამიერიდან საქართველოს მეგობრების გარეშე რა ეშველებაო… ხალხო, მე თქვენზეც ვდარდობ, ქართველი ხალხი მოგიტევებთ, განა არ მოგიტევებთ, მაგრამ ისტორიის წინაშე რას იზამთო? წუხელაც ჩემი მეორე ,,მე” ჩამძახოდა, ხვალ სამშობლოს 84 ადამიანი უღალატებსო. რა ვქნა, არ მინდოდა, ისტორიაში მოღალატეებად ჩაწერილიყავით, მაგრამ ეგ თქვენი არჩევანია, ვერა და ვერ გადაგათქმევინეთო.

რას ამბობთ, ხალხო, ამერიკამდე 25 ათასი კილომეტრია (აშშ-მდე არის 8979 კმ. ამან ისევ აურია), რუსეთი კიდე აგერ არი, ყურის ძირშიო. აბა, 25 ათასი კილომეტრიდან როგორ უნდა გვერჩოდესო? რუსეთი კიდე გვერჩის, აქვეაო.
არ ქნათ ეგაო!

იცოდეთ, მეგობრების გარეშე დავრჩებით და ზედ აღარავინ მოგვხედავსო!

არა, ეს მაინც მაგარი იყო… წუხელ არ მძინებია, სევდამ და ურვამ დამრია ხელიო, – თქვა თავკვადრატამ და მომელოტებულ ალაგზე ფაქიზად მოისვა კოტიტა თითები”, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ