left_sabechdi

ნინო წილოსანი მსხილაძეს: ჩვენი შვილები იამაყებენ იმით, რასაც დღეს ვაკეთებთ, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით ისტორიის ფურცლებზე, მაგას დაგანახებთ

„ჩვენი შვილები იამაყებენ იმით, რასაც დღეს ვაკეთებთ, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით ისტორიის ფურცლებზე, მაგას დაგანახებთ”, – ამ სიტყვებით მიმართა მმართველი გუნდის დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს.

„წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ იმით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი, მაგას დაგანახებთ. აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ“, – აცხადებს წილოსანი.

ასევე იხილეთ