left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი

გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი.

ინტერვიუში მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ქვეყანა დგას.

„საქართველო ქვეყანაა, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არ არის რაღაც ვირტუალური საფრთხე. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა. ჩვენს ტერიტორიაზე ადგილი აქვს უცხოურ სამხედრო ყოფნას ჩვენი თანხმობის გარეშე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა სურს საქართველოსგან და რა ინტერესია საქართველოს მიმართ ნებისმიერისგან. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია. მნიშვნელოვანია არ შევქმნათ დამატებითი საფრთხეებიბ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა მან.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ასევე იხილეთ