left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: სამი სიტყვით გეტყვით, რას წარმოადგენს ამჟამინდელი ოპოზიცია: ძონძი, ჭუჭყი, ტლაპო!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„დღევანდელი „ჟოპოზიციის” სახე – ფორმა, შინაარსი და გამომეტყველება.

მართალია, ეს არსება ხელიდანაც წავიდა და ქვეყნიდანაც, მაგრამ იგი სრულად ასახავს სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლთა მდგომარეობას – როგორც სულიერს, ისე ფიზიკურს.

მე არავის დავცინი, არც ტანისამოსზე ვამახვილებ ყურადღებას, არც „ზონტიკზე”, არც „კალოშებზე”, უბრალოდ ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დახვეწა-გაუმჯობესების ნაცვლად უკიდურესად ჩამყაყდა.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა სისტემა გადავარდა, ყველა სახის ოპოზიცია ვნახე, ყველას შინაარსი შევისწავლე, ყველას გარეგნობას დავაკვირდი – თითქმის ყველას ჰქონდა რაღაც ნაკლოვანება და გადახრები, მაგრამ დღევანდელი როა, ეგეთი არაფერი მინახავს.

სამი სიტყვით გეტყვით, რას წარმოადგენს ამჟამინდელი ოპოზიცია: ძონძი, ჭუჭყი, ტლაპო!

ისე, რაღა დაგიმალოთ და… როცა ადამიანი ხელიდან მიდის, ის ქვეყნიდანაც უნდა წავიდეს.

წესია ეგეთი!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ