left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ამან, ამ ყბებმორღვეულმა ბოღმის მნთხეველმა – ქუჩაში ახალგაზრდები ზვიად გამსახურდიას იდეების გამო დგანანო

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ცხონებულ ზვიად გამსახურდიას არ ასვენებენ!

არ ვიცოდე მაინც, ვინ როგორ იქცეოდა და ვინ რას აკეთებდა 1991-1992 წლების გასაყარზე!

შიგნიდან მაინც არ მენახა, ვინ რა ჩაიდინა!

ახლა ეს ავაზაკები იყენებენ მის წმინდა სახელს სათავიანთოდ!

ამან, ამ ყბებმორღვეულმა ბოღმის მნთხეველმა – ქუჩაში ახალგაზრდები ზვიად გამსახურდიას იდეების გამო დგანანო.

არ იცის, გონზე არ არი, რა იდეები და მიზნები ჰქონდა ზვიად გამსახურდიას. ამან თქვა და სხვებმაც განაგრძეს – ბარე ათასჯერ ახსენეს გამსახურდიას სახელი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. დეპუტატმა მაჭუტაძემ მისი გამონათქვამიც კი მოიტანა ამერიკის შესახებ. ზვიადს უთქვამს, ეს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანააო.

მერე?

მერე აღარ გააგრძელა, რა თქვა მამა ბუშმა ზვიად გამსახურდიაზე… ეგ აღარ აწყობს, მაგის თქმა არ შეიძლება. ამას ჰგონია, ეგ არავის ახსოვს.

არადა, კარგად გვახსოვს, მამა ბუშმა რომ თქვა, ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო.

ზვიადმა საკადრისი პასუხი დაუბრუნა – დინების მიმართულებით მკვდარი თევზები ცურავენო.

ახლა ეგ არ არის მთავარი, ზვიადმა რა თქვა ამერიკაზე, ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ ყველა ავაზაკი თავის სასარგებლოდ იყენებს მის სახელს.

არადა, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ კორტნიდნენ ესენი, ამათი მამები და ამათი ბაბუები.

ჰა, ჰა, ჰა!

ეს ახალგაზედები ზვიად გამსახურდიას იდეების გამო გამოვიდნენ ქუჩაშიო.

არა, ამას ხომ მოფიქრება უნდა?

მართალია, მთელი ქვეყანა დაგცინის, მაგრამ მოფიქრება მაინც ხომ უნდა?

რა იდეები, ბიჭო, ამ გამოთაყვანებულებმა იციან, ვინ იყო ზვიად გამსახურდია?

არ იციან, არა!

მაგათ ილია ჭავჭავაძეც არ გაუგონიათ!

აღარაფერს ვამბობ აღმაშენებელსა და შოთა რუსთაველზე!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ