left_sabechdi

ნინო კვაჭანტირაძე: ნაცები ყოველი კითხვითი ნიშნის შემდეგ დღემდე პასუხობენ – იმიტომ და რა გჭირთ, ხომ არსებობს კიდევ ამიტომ, მაგიტომ, რაღიტომ, რუღუტომ…. რავა, სხვა პასუხი ვეღარ ისწავლეთ?

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

2010 წელი იყო, ერთმა აღზევებულმა ნაც – დოქსოპულომ დამიბარა მის სამფლობელო-კაბინეტში და გამომიცხადა – განცხადება უნდა დაწეროთ და წახვიდეთ სამსახურიდანო, რატომ-მეთქი, ვკითხე გაკვირვებულმა და პასუხი იყო მოკლე და ყოვლისმომცველი – იმიტომო!

– ააააა, გასაგებია, ამომწურავი პასუხია!
ნაცები ყოველი კითხვითი ნიშნის შემდეგ დღემდე პასუხობენ – იმიტომ და რა გჭირთ, ხომ არსებობს კიდევ ამიტომ, მაგიტომ, რაღიტომ, რუღუტომ…. რავა, სხვა პასუხი ვეღარ ისწავლეთ? ამიტომ მეზიზღებით ნაცები, ადამიანები რომ ფეხზე გეკიდათ… დანარჩენს აღარ გავიმეორებ, ბევრჯერ მაქვს მოყოლილი და სადაც თქვენი ჭაჭანება იქნება, ყოველთვის გეტყვით – მეზიზღებით ამიტომ!”
ასევე იხილეთ