leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად შეკითხვებს არ უპასუხებთ, იქნებ გვითხრათ საერთომ რატომ მობრძანდით პარლამენტში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს განხილვაზე, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს მიმართა. დეპუტატის თქმით, მას აქვს იმედი და მოლოდინი, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა. დაჩი ბერაიას თქმით, პასუხგაუცემელი კითხვების შემთხვევაში, გაუგებარია მსხილაძის პარლამენტში მისვლის მიზეზი. ბერაიამ რომან გოცირიძესაც მიმართა.
„პირველ რიგში, მინდა რომან გოცირიძეს მივმართო. ბატონო რომან, როდესაც საზოგადოება მეტსახელად “კუპონას” დაგარქმევთ, უმჯობესია ლარის კურსზე საერთოდ არ ილაპარაკოთ. რაც შეეხება შეკითხვას, ბატონო გიორგი, ჩემმა კოლეგებმა ჩემთვის საინტერესო შეკითხვები უკვე დასვეს და დიდი სიამოვნებით დაველოდები თქვენს პასუხს. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ დღეს უფრო კარგად ნამეცადინები მობრძანდით, ვიდრე გუშინ და მხოლოდ „იმიტომ“ არ იქნება თქვენი პასუხი. თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად, არც ერთ შეკითხვას არ უპასუხებთ, მაშინ დაგისვამთ ასეთ კითხვას, იქნებ ამას მაინც უპასუხოთ. საერთოდ რატომ მობრძანდით პარლამენტში და რა მიზანი აქვს თქვენს აქ მობრძანებას?“- აღნიშნა ბერაიამ.
ასევე იხილეთ