leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ 20 ათასი, გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ

„გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ 20 ათასი, გააგრძელონ და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს არ მოერგება, დაჯარიმდება.

„კანონი მიღებულია, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს. პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია ჯარიმა, შემდეგ 20 ათასი. გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, უფრო მეტ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ. ეს მხოლოდ კარგია. ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს მოერგება, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, ვინც არა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საია-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან“.

ასევე იხილეთ