მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2023-24 წლების სეზონში ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ახლად დასრულებულ სეზონში 20 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბელინგემისთვის ეს იყო პირველი სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში – ის გასული წლის ზაფხულში გადავიდა „რეალში“ „დორტმუნდიდან“.
ბელინგემმა ამ ნომინაციაში აჯობა ვინისიუსს (რეალი), ტაკეფუსა კუბოს (სოსიედადი), არტიომ დოვბიკს, ალეიშ გარსიას (ორივე – ჟირონა), რობერტ ლევანდოვსკის (ბარსელონა), ანტუან გრიზმანს (ატლეტიკო), ისკოს (ბეტისი), კირიან როდრიგესს (ლას პალმასი) და ალექსანდრ სორლოტს (ვილიარეალი).