left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ვერ წარმოადგინეს არგუმენტი, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, განხილვების დროს, ვერავინ წარმოადგინა არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.

ოხანაშვილის თქმით, საზოგადოებას პოლიტიკური არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუმარტივდება.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვიხილეთ „პატრიოტი პრეზიდენტის“, მისი „პატრიოტი“ წარმომადგენელის და „პატრიოტი“ ოპოზიციის არგუმენტები. მათი არგუმენტი იყო – იმიტომ. დღეს ეს ხალხი იმ ადამიანებს აწებებს იარლიკს, ვინც ქვეყნის ინტერესებისთვის მოქმედებს. ჩვენ ეს ვერ დაგვასუსტებს, პირიქით, ბევრად მედეგად, ღირსეულად ვიდგებით და ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ. ფაქტია, რომ ვერცერთმა პირმა ვერ წარმოადგინა საღი არგუმენტი, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის პოლიტიკური არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გამარტივებული იქნება. როგორ შეიძლება, ევროპაში გამჭირვალობა მოქმედებდეს, თუმცა მოგიწოდებდნენ, ეს საკუთარ ქვეყანაში არ მიიღო? მათი სიყალბე ხელის გულზე დევს. ყოველთვის ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედებთ და ამას დავიცავთ, სიყალბეს კი, ვამხელთ“, – განუცხადა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ასევე იხილეთ