leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტი იქნება გარდამტეხი პროექტი იმისთვის, რომ მისი განხორციელებით სრულფასოვანი კონკურენტული გარემო შევქმნათ

„საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ზღვის პორტები ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია დერეფნის კონტექსტში, რადგან როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთის პორტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, კონკურენციის ნაკლებობა, ზოგადად, განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია, მათ შორის საზღვაო მიმართულებით და ეს დერეფანს არ წაახალისებს.

„იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის  ჩვენი ამოცანა”,– განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ფოთის პორტის გაფართოება-მოდერნიზების პროცესს.

„რამდენიმე წლის წინ იყო  ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ ახლაც მიმდინარეობს მოდერნიზაცია და საინვესტიციო პროექტები. უფრო დიდი გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები და ალბათ დიალოგი გაგრძელდება ისეთი მოდელის შესარჩევად, რომელიც სახელმწიფოსთვისაც იქნება სასარგებლო და ინვესტორისთვისაც“ – განაცხადა მინისტრმა.

ასევე იხილეთ