leaderboard_below_slide
left_sabechdi

ღია ბიუჯეტის ინდექსში – 2023 საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს

ღია ბიუჯეტის ინდექსში – 2023 საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს. ინფორმაციას ფინანასთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ. ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა.

• ბიუჯეტის გამჭვირვალობა – 87 ქულა (100 ქულიდან)

• ბიუჯეტის ზედამხედველობა – 83 ქულა (100 ქულიდან);

• მოქალაქეთა ჩართულობა – 44 ქულა (100 ქულიდან)

ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით 2021 წლის კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია. შეფასება 74 ქულიდან გაიზარდა 83 ქულამდე, ხოლო რეიტინგით საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით.

2012 წლიდან საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წლისთვის გადაინაცვლა მოწინავე – სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებს გამჭვირვალობის შეფასებას მთელს მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ყურადღება ექცევა შემდეგ მიმართულებებს: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტის ზედამხედველობა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ