leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი: ნიჰილისტურად ნერგავენ ქვეყანაში, რომ საქართველოს კონსტიტუციას მნიშვნელობა არ აქვს

„ის, ვის დავალებებსაც სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად ასრულებს, სამწუხაროდ, დაკავშირებულია ქვეყნის გარეთ გარკვეულ წრეებთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნიჰილისტურად ნერგავენ ქვეყანაში, რომ საქართველოს კონსტიტუციას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პარლამენტის წევრის აზრს მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც იქიდან გიკარნახებენ. ამას ნერგავდნენ წლების განმავლობაში და ამბობდნენ, რომ არავითარი სუვერენული მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც გიკარნახებენ. ამას ნერგავდნენ წლები, რომ არავითარი ისეთი სუვერენიტეტი ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ საკუთარი მოსაზრებები, ან თუნდაც ჩვენი კონსტიტუცია იყოს ამოსავალი წერტილი და მამოძრავებელი დოკუმენტი, რომლის გარშემოც უნდა ვიყოთ ფორმირებული მთელის სახელმწიფო სტრუქტურები და ა.შ.“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ