leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული

„პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტების მიღებასა და განხილვის პროცესში რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა.

„პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული. აგერ, დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა იმ ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, რასაც აკეთებდნენ ევროპაზე, ვითომ ჩვენგან იცავდნენ ევროპას. დღეს აგერ ჩანს, რომ ბოიკოტი გამოუცხადეს ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ