leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას

„არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„როგორ შეიძლება, რომ მას თუ მოსთხოვო იყოს გამჭვირვალე საზოგადოების მიმართ, ამის გამო ეს განვიხილოთ როგორც გარკვეული შეზღუდვა. კიდევ ერთხელ, არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ კანონი ფიზიკურ პირებს ეხება, შალვა პაპუაშვილი პასუხობს რომ – ტყუილია.

„ტყუილია, ვრცელდება მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებსაც 20 პროცენტზე მეტი დაფინანსება აქვთ უცხოეთიდან.
იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად ან არ დარეგისტრირდება, ან არასრულ ინფორმაციას წარადგენს, მაშინ იუსტიციის სამინისტრო იწყებს მონიტორინგს, რომ დაადგინოს სიმართლე და ჭეშმარიტება რაში არის. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მიმართოს სხვადასხვა პირებს“, – განმარტა მან.

კიდევ ერთ კითხვას – ტყუილია თუ მართალი, რომ კანონით სახელმწიფო პირადი ცხოვრების დეტალებზე ინფორმაციას ითხოვს, შალვა პაპუაშვილი ასევე პასუხობს, რომ ტყუილია.

„ტყუილი არის იმ მოცულობით, რაზეც იყო საუბარი. ისევე, როგორც ბევრ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, პერსონალური მონაცემების დამუშავების მოპოვების უფლება ექნება, თუმცა მთავარი დათქმით, რომ მხოლოდ ამ მიზნით და ამ ფარგლებში. ანუ, იმ შინაარსის ინფორმაცია, რომელიც საჭირო არის დეკლარირებისთვის“, – განაცხადა შალვა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ