leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც

„ან ხარ სახელმწიფო და შენს სახელმწიფოებრიობას პატივს სცემ ან ხარ დაქვემდებარებული ვასალი, ამაზეა საუბარი. როდესაც შენ ამბობ, რომ არ გაქვს უნარი თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს ხომ მათი დევიზი და სლოგანია, რომ ცალ ფეხზე უნდა დადგე, თუკი ამას გეტყვიან”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ჩვენ, ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც დაგვჩაგრავს. ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი იქამდე ჩამოსული პარლამენტის წევრები, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი. თქვენ ნახეთ ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა თუ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. თუმცა რაიმე რეაქციასაც ვერ ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა ბალტიის ქვეყნებთან. როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხის, რომლის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზეც, რაღაც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ