left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და მასპინძელს უთხრა, რომ კი, დაარღვია, მაგრამ არ გამოუცხადოთ იმპიჩმენტი

„ნებისმიერი ჩარევა ადამიანისა, რომელსაც აქვს პრეზიდენტის პოზიცია, არის კონსტიტუციის დარღვევა. ისმის კითხვა, ამას საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლები. საინტერესო ტესტია ეს დამკვირვებლებისთვის – ამას თუ აღმოვაჩენთ ჩვენ ანგარიშებში, რომ ირღვევა კანონი და კონსტიტუცია, როდესაც პრეზიდენტი ერევა საარჩევნო ტაქტიკებში, კამპანიებში და ა.შ.” , – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მინდა გავიხსენო კიდევ ერთი რამ, რაც ევროპამ გაგვიკეთა, ასეთი ევროპასაც ვნახეთ: როდესაც იმპიჩმენტის საკითხი იდგა, მაშინაც შტურმი იყო. სხვადასხვა განცხადებები ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების – არ გამოაცხადოთ იმპიჩმენტი, არ მიიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან მაინტერესებს, ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, რომ საქართველოს პრეზიდენტი როდესაც არღვევს კონსტიტუციას და ეს დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რატომ უნდა აიღო ჩამოსულმა სტუმარმა შენს თავზე ეს პრეტენზია, რომ უთხრა მასპინძელს, რომ უთხრა – კი, დაარღვია, მაგრამ მოდი რა, არ ქნა. თავისი მიკროსაქართველო აქვს შექმნილი ძალიან ბევრ უცხოელს. არიან NGO-ები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ. ამით შექმნილი აქვთ ვიწრო წრე, რომლითაც იქმნიან ვიწრო წარმოდგენას საქართველოსთან დაკავშირებით. არ ცდებიან სამ კვარტალს ამ დედაქალაქში და ეს არის მათთვის საქართველო“, – აღნიშნა პაპაუაშვილმა.

ასევე იხილეთ