“ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპოზიციის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ.
„რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ, სახე საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, – განაცხადა პრემიერმა.